ლადო გუდიაშვილი

მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი…1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის “ლა ლიკორნის” გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას – დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, 

No comments:

Post a Comment